
კლასიკური ლიბერალიზმი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ევროპაში ნაციონალიზმის აღზევებისა და რელიგიური ომების პერიოდში ჩამოყალიბებული ლიბერალიზმი მრავალფეროვანი საზოგადოებების მართვის სისტემაა. ის თანასწორობისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს ეყრდნობა და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინდივიდთა უფლებას ეძიონ ბედნიერება სახელმწიფოს ჩარევისგან თავისუფლად. დასამალი არაფერია: ლიბერალიზმი ყოველთვის საკუთარი იდეალების სიმაღლეზე არ ყოფილა. საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა იმის გაგება, თუ ვინ უნდა ჩათვლილიყო სრულფასოვან მოქალაქედ. დასავლეთში ეს სტატუსი საყოველთაო მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის წინ გახდა. მის ახალ წიგნში პროფესორი ფუკუიამა აჩვენებს, რომ ცვლილებები ლიბერალიზმის პრინციპებსაც შეეხო: მემარჯვენეები და მემარცხენეები მათ საკუთარი შეხედულებისამებრ ცვლიან. ნეოლიბერალებმა ეკონომიკური თავისუფლება აქციეს კერპად, მემარცხენების პოლიტიკურ ხედვაში კი მთავარი ადგილი იდენტობის პოლიტიკას დაეთმო. ავტორი მიიჩნევს, რომ ასეთი განვითარების შედეგი სამოქალაქო საზოგადოების გახლეჩა და დემოკრატიის უკუსვლაა. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ამ სიღრმისეულ მიმოხილვაში ფრენსის ფუკუიამა ოცდამეერთე საუკუნისთვის განახლებული ლიბერალიზმის აღწერას გვთავაზობს.