
ნაწარმოები, რომლის მიხედვითაც ლეგენდარული ფილმი “ნათლია” გადაიღეს, ნიუ - იორკში, იტალიურ ოჯახში დაბადებულ მარიო პიუზოს ეკუთვნის. ამ ნაწარმოებს კიდევ რამდენიმე რომანი მოჰყვა, თუმცა ყველაზე დიდი აღიარება მწერალს მოუტანა 1969 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა “ნათლია”, იტალიურ მაფიას საფუძვლებსა და კანონებზე, კორუფციაზე, ძალადობასა და კეთილშობილ განგსტერ დონ კორლეონეზე. 1970 - იან წლებში რომანი ბესტსელერად იქცა, 1972 წელს კი რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპალამ ამავე სახელწოდების ლეგენდარული ფილმი გადაიღო.